ბაზრის კვლევა გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების გაწევის მიზნით

21/10/2019
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის N2193 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე წერილზე თანდართულ დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების გაწევის მიზნით, ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.
გთხოვთ, 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით მოგვაწოდოთ წინამდებარე წერილზე თანდართული დანართი N1-ში მოცემული დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების ფასი.
ტექნიკური დავალება მოცემულია წერილზე თანდართულ დოკუმენტაციაში (იხ. თანდართული დოკუმენტი დანართი N2 - 3 ფურცლად).
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: g.margebadze@ggtc.ge
 
საკონტაქტო პირი: გიორგი მარგებაძე
ტელ: +995 32 224 40 40 (611)
ფაქსი: +995 32 224 40 48
ელ.ფოსტა: g.margebadze@ggtc.ge
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.