ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურეობის შესყიდვის მიზნით

21/10/2019
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 05 აპრილის N791 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე წერილზე თანდართულ დანართი N3-ში მოცემული დასახლებული პუნქტების სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურეობის შესყიდვის ღირებულების დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.
გთხოვთ, თქვენი შემოთავაზება, წარმოადგინოთ 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევის ღირებულებას (პროცენტი) და ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილებას (ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად).
 გასაწევი მომსახურების ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ დანართ N1-2-ში.
დაჯგუფებული პროექტები -  დანართი N3.
ფასების ცხრილი - დანართი N4.
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: g.margebadze@ggtc.ge
 
საკონტაქტო პირი: გიორგი მარგებაძე
ტელ: +995 32 224 40 40 (611)
ფაქსი: +995 32 224 40 48
ელ.ფოსტა: g.margebadze@ggtc.ge
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.