ახალი ამბები

19.04.2024
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყაზახ-საგურამოს D-1000მმ მაგისტრალურ გაზსადენის 61.5-43.2 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
19.04.2024
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 22 აპრილის 12:00-დან 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ არგვეთის მიმართულების მომხმარებლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
02.04.2024
გაცნობებთ, რომ ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამდენად, მ/წ 3 აპრილს 08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. მოსახლეობას ბუნებრივი გაზი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
01.04.2024
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის არსებულ ლოკაციაზე ახლადაშენებული მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები შესრულდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 აპრილს 08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.