ბაზრის კვლევა ტყეკაფვის მომსახურების შესყიდვის მიზნით

04/09/2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ტყეკაფვის მომსახურების  შესყიდვის მიზნით ახორციელებს  ბაზრის კვლევას. გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 სექტემბრის დღის ბოლომდე წარმოგვიდგინოთ ბეჭედდასმული და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება ბაზრის კვლევაში მონაწილეობის შესახებ. ასევე გასაწევი მომსახურების ღირებულება და ვადა. აქვე გაცნონებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ფასები ძალაში უნდა იყოს 20 სამუშაო დღის განმავლობაში. ტყეკაფვის მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ტექნიკური დავალება, ტყეკაფვის ძირითადი მონაცემები, აღრიცხვის მასალა და GIS ფაილები შეგიძლიათ იხილოთ: -ლინკზე: https://drive.google.com/drive/folders/1tL_0jyld8Osplahu6GYXS5lXmx3DOxwZ  - ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო.   საკონტაქტო პირი: სალომე სანაძე ტელ: +995 32 224 40 40 (635) ფაქსი: +995 32 224 40 48 გთხოვთ პასუხები გადმოგვიგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: tender@ggtc.ge;   წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.  
[Error loading the WebPart 'AttachmentImageGallery' of type 'AttachmentImageGallery']