ბაზრის კვლევა მძიმე ტექნიკის საბურავების შესყიდვის მიზნით

26/10/2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გეგმავს მძიმე ტექნიკის საბურავების შესყიდვას თანმდევი მომსახურებით.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და მიწოდების ვადის დადგენის მიზნით, შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე, ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.
გიგზავნით დანართ N1-ს და გთხოვთ მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ შევსებული ცხრილი, კერძოდ: შესასყიდი საქონლის ღირებულება (თანმდევი მომსახურებით), მოწოდების ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მოდელი.
ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე: tender@ggtc.ge
დანართი: ტექნიკური დავალება - ფასების ცხრილი.