განცხადება

24.07.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყაზახ  - საგურამოს DN 1000 მმ - იანი მაგისტრალური გაზსადენის 61,5 – 43,4 კილომეტრებს შორის სარემონტო - სარეაბილატაციო სამუშაოებს განახორციელებს.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 26 ივლისის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი  გაზის მიწოდება შეუწყდება ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება  ქალაქ გარდაბნის 600 აბონენტს და გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემავალ  შემდეგ სოფლებს: ლემშვენიერა, ჯანდარა, ვახტანგისი და ქესალო.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.