გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაჩიანის განშტოებაზე სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გაჩიანის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებელებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემავალ შემდეგ სოფლებს: ყარაჯალასა და ყარათაკლიას.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.