განცხადება

21.07.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წინანდლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 ივლისის 08:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.