განცხადება

28.07.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყაზახ  - საგურამოს DN 1000 მმ - იანი მაგისტრალური გაზსადენის 61,5 – 43,4 კილომეტრებს შორის სარემონტო - სარეაბილატაციო სამუშაოები დაასრულა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.