ახალი ამბები

06.08.2024
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენის 64.4-65.4 კილომეტრებზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
02.08.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული გაზსადენის 64.4-65.4 კილომეტრებზე ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები შესრულდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 აგვისტოს 06:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დმანისის, მაშავერას, ბოსლევისა და განთიადის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
02.08.2024
რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 103.1 კილომეტრზე, ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.
31.07.2024
29 ივლისს გამარჯვების გგს-ის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამდენად, მ/წ 1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2 აგვისტოს 16:00 საათამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს - გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს ბუნებრივი გაზი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.