ახალი ამბები
22.07.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის საჩხერის განშტოების 2.2 კილომეტრზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 26 ივლისს 05:00-დან 10:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ საჩხერის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
19.07.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 193.3 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში #22 ონკანი შეიცვლება ახლით. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 24 ივლისის 08:00 საათიდან 25 ივლისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „ყამარი მ“-ს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ გლდანსა და ტბის ტერიტორიას სრულად.
19.07.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 104.0 კილომეტრზე, ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 ივლისს 09:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
17.07.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები დაასრულა.