განცხადება

08.07.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია თიანეთის გაზგამანაწილებელ სადგურზე სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალსწინებით მიმდინარე წლის 10 ივლისის 08:00 საათიდან 19:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება დაბა თიანეთს და თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს:  თეთრახევა, ჭურჭელაურები, ალოდი, ვერები, თეკურაანთგორი, ხევსოფელი, დევერაანთხევი, საყდრიონი, მელიასხევი, თოლენჯი, ჩაღველიანთკარი და გორანა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.