გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ  6 – 7 სექტემბერს სენაკი-ფოთის D 700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 26 კმ-ზე,  ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალზე შეჭრით სამუშაოებს განახორციელებს.
   აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 სექტემბერს 07:00დან 7 სექტემბრის 18:00 საათამდე შესაძლოა შეიქმნას  შეფერხებები ქალაქ ფოთის გაზმომარაგებაში.
 ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.