სარეაბილიტაციო სამუშაოები  ყარადაღ-თბილისის DN -800/700 მმ მაგისტრალური გაზსადენზე
            
                29.05.2019
            
                
            
                საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, ყარადაღ-თბილისის DN -800/700 მმ მაგისტრალური გაზსადენის მეორე ხაზის 480-482 კმ ნიშნულებს შორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების დროს მოხდება ჯამში 1500 მეტრიანი მონაკვეთის შეცვლა.
 არსებული სამუშაოების შემდგომ შესაძლებელი იქნება 480-482 კმ ნიშნულებს შორის  მაგისტრალური გაზსადენის გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაცია.