შეხვედრა კომპანია „Honeywell”-ის წარმომადგენლებთან
            
                21.08.2019
            
                
            
                კომპანია „Honeywell”-მა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებს SCADA-ს სისტემის პრეზენტაცია წარუდგინა, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს. 
 შეხვედრაზე განხილულ იქნა მაგისტრალური გაზსადენის მონიტორინგისა და ავტომატური მართვის საკითხები. მიმოიხილეს, როგორც ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, ასევე უახლესი პროგრამული სისტემები. ამ პროგრამული სისტემების გამოყენებით შესაძლებელია გაზსადენის მაგისტრალის მართვის პროცესის ოპტიმიზაცია და მუშაობის ხარისხის ამაღლება.
აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები.