ახალი ამბები
12.09.2025
2025 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აცნობა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერბუკში მდებარე, შპს „საური“-ს (ს/ნ 218058786) ტერიტორიაზე კუსტარულად მოწყობილი ავტომობილებისთვის განკუთვნილი გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირების შესახებ. კომპანიის თანამშრომლებმა მიღებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მის მფლობელობაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის ინფრასტრუქტურის ინსპექტირებასა და საექსპლუატაციო პროცესის მონიტორინგს განაგრძობს, რათა დროულად გამოვლინდეს უკანონო დაერთებებისა და სხვა გადაცდომების შემთხვევები. კომპანია თანამშრომლობს სამართალდამცველ ორგანოებთან, რათა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ყოველი კანონდარღვევა სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს.
05.09.2025
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 190.0 კილომეტრზე არსებული მონაკვეთის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
02.09.2025
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 190.0 კილომეტრზე არსებული მონაკვეთის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
25.08.2025
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელი ხიდი-ბერდას D-1020მმ სატრანზიტო გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული გაზსადენის 0.84 კილომეტრზე 24 გრძივი მეტრის სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი შეიცვალა ახლით, ხოლო ორ მონაკვეთზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები შესრულდა.