ხელისუფლების მიერ შემუშავებული, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 2019-2021 წლებში, 384 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შეასრულა, რამაც 88 363 აბონენტს საშუალება მისცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. ასევე, 479 დასახლებულ პუნქტში განახორციელა წინასაპროექტო მოკვლევითი სამუშაოები და შემდგომი ინიცირებისთვის წარუდგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
გაზიფიცირების მომდევნო გეგმის ფარგლებში, რომელიც 2022 – 2025 წლებს მოიცავს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დაევალა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ააშენოს ერთი მკვებავი გაზსადენი და 397 დასახლებულ პუნქტში განახორციელოს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.