განცხადება ახლადაშენებული გგს-ს მ/გ-ზე მიერთებასთან დაკავშირებით

28.10.2016

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის შეუფერხებელი და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით, ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი სადგურის მაგისტრალურ გაზსადენზე მიერთების გამო კომპანიას დაგეგმილი აქვს გარკვეული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, რის გამოც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დილის 06:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ მცხეთას, სოფელ საგურამოსა და რამოდენიმე კომერციულ მომხმარებელს. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და დასძენს, რომ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს დედაქალაქის მოსახლეობის შეუფერხებელ და სტაბილურ გაზმომარაგებას.