ტექნიკური სამუშაოები "საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე
12.12.2016
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება. აღნიშნულის გამო, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დილის 06:00-დან 08:00საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეუწყდეთ ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს (ქ. ზესტაფონი, დაბა შორაპანი, სოფლები: ქვედა და ზედა საქარა, დილიკაური, კვალიათი, ცხრა წყარო, არგვეთა, კლდეთი, ტაბიკინი და თვრინი). შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.