2020 წელს განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების ანგარიში

07.04.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, აქტიურად განაგრძობს მთავრობის მიერ, 2019 წელს შემუშავებული, გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის განხორციელებას. სამწლიანი გეგმის ფარგლებში კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 384 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ააშენებს 3 მკვებავ გაზსადენს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.
2020 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 10 რეგიონის, 37 მუნიციპალიტეტის, 213 დასახლებულ პუნქტში. აშენდა ერთი მკვებავი და 2 600 018 გრძივი მეტრი გაზსადენი, 37 419 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს 5 რეგიონის 24 დასახლებულ პუნქტში. ჯამში, აშენდება 445 033 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 6 262 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
გასულ წელს მომზადდა 5 რეგიონის, 11 მუნიციპალიტეტის, 86 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის საჭირო პროექტი.
განხორციელებულია 72 დასახლებული პუნქტის წინასაპროექტო მოკვლევა.
2019 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 8 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტის 61 დასახლებულ პუნქტში. აშენდა ორი მკვებავი გაზსადენი და 1041 185,90 გრძივი მეტრი გაზსადენი, 14 910 აბონენტს საშუალება მიეცა ესარგებლა ბუნებრივი გაზით.