სომხეთში გაზის ტრანზიტი შეწყდა

03.03.2013
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და ”არმროსგაზპრომის” წარმომადგენლები ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე,  სომხეთ-საქართველოს საზღვართან, გაზის ონკანებს ცვლიან. გაზსადენზე ექვსი ონკანი შეიცვლება. სომხეთის გაზმომარაგება ხვალ, 9 აგვისტოს საღამოს აღდგება. საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეექმნება.