ყარადაღ-თბილისის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები

20.06.2016
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ყარადაღ-თბილისის DN-800 მილიმეტრიანი გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. კერძოდ, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ხორციელდება D-700 მილიმეტრიანი ჩამკეტი ონკანების მონტაჟი. აღნიშნული სამუშაოების შედეგად აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი გაზი შეუფერხებლად შემოვა.