გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები "ვლადიკავკაზ-თბილისის" მაგისტრალურ გაზსადენზე

01.05.2017

"ვლადიკავკაზ-თბილისის"  DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ავარია მოხდა. შედეგად დაზიანებულია  აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენის 155-ე კილომეტრზე არსებული პირველი ხაზი.

შექმნილი ვითარების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ამ ეტაპზე შეიზღუდა დუშეთის რაიონში. კახეთში კი შესაძლოა ბუნებრივი გაზის პარამეტრალური კლება დაფიქსირდეს.

საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით, შპს " საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.

"ვლადიკავკაზ-თბილისის"  DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენის 155-ე კილომეტრზე საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი გაზის მიწოდება დღის ბოლომდე ადგება.

შპს "საქართველოს გაზის. ტრანსპორტირების კომპანია" შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის