აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები იმერეთის რეგიონში
19.06.2017
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საგურამო - ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გამოვლენილი დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულ მილსადენის 158-ე კილომენტრზე მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 20 ივნისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება: ქ. ზესტაფონში, დაბა ხარაგაულში და იმერეთის რამოდენიმე სოფლში: ზედა საქარა, ქვედა საქარა, შოროპანი, მარტოს უბანი, ცხრაწყარო, კვალითი, თვინი, გაღმა ბოსლევი, ბეღლევის უბანი. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.