სატრანზიტო DN-1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები

22.07.2016
  შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია"  "ყაზახ-საგურამოს" სატრანზიტო  DN-1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ახლით შეიცვლება მწყობრიდან გამოსული N303-ე და N304-ე საონკანო კვანძები. ასევე მიმდინარეობს სავარაუდო გამჭოლი კოროზიული ხვრელებისა და საიზოლაციო საფარის აღდგენითი სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება ბაქო-თბილისის სარკინიგზო გადასასვლელის ქვეშ არსებულ მონაკვეთს. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ერთი-ორად გაიზრდება გაზსადენის უსაფრთხოებისა და ეფექტური მართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შემცირდება მილსადენიდან ბუნებრივი გაზის დანაკარგი.