სარემონტო სამუშაოები ,,წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის’’ მაგისტრალურ გაზსადენზე

04.07.2017
შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’,  ,,წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის’’ DN - 300მმ. მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული მილსადენის 140-ე კილომეტრიდან - 172,15 კილომეტრამდე მონაკვეთზე ჩატარდება,  ბუნებრივი აირის გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები.   აღნიშნული  სამუშაოები მიმდინარე წლის 4 ივლისს დაიწყება, რომლის დროსაც გაითიშება ტაბაწყურისა და ბალანთის გაზგამანაწილებელი სადგურები. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აქტიურად მუშაობენ სალიკვიდაციო სამუშაოებზე, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს მისი დასრულება. მიმდინარე  პროცესი უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, გაზრდის მის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს ბუნებრივი აირის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2017 წლის 5 ივლისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს: ტაბაწყურს, ბალანთასა და  მოლითს. შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.