სარემონტო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის გაზმარეგულირებელ პუნქტზე

12.07.2017
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალდაბის გაზმარეგულირებელი პუნქტის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 13 ივლისს 11:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბას. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია"  დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.