სარემონტო სამუშაოები წალკის გაზგამანაწილებელ სადგურში
17.07.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, წალკის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 2017 წლის 18 ივლისს, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ წალკას. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.