"წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქიის" მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები ხორციელდება

18.07.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის DN – 300 მმ. მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 19 ივლისს, 09:00 საათიდან - 17:00 საათამდე,  ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება ქ. დმანისში  და ასევე რამოდენიმე  სოფელში: დიდი დმანისი, ვარდისუბანი, მაშავერა, ბოსლები, აზკალიანი, განთიადი, ტნუსი, ჯავახი, ქვემო ოროზმანი, ზემო ოროზმანი, იაკუბლო, კამარლო, შახმარლო. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.