„სენაკი-ფოთის“ DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი მომხმარებლის მაგისტრალურ სისტემაში შეჭრის სამუშაოები ხორციელდება

20.07.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 ივლისს 9:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ფოთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს (ქალაქი ფოთი). აღნიშნული შეზღუდვა აუცილებელი გახდა შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ „სენაკი-ფოთის“ DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 29.5 კილომეტრზე, ფოთის განშტოებაზე ახალი მომხმარებლის მაგისტრალურ სისტემაში შეჭრის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგენილი იქნება სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.