წინანდლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

27.07.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წინანდლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს, რომლის დროსაც ძველი მრიცხველი ახლით შეიცვლება. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 28 ივლისს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება კახეთის რეგიონის რამოდენიმე სოფელს. კერძოდ, წინანდალს, აკურას, ქვემო ხოდაშენს, ვანთს, კონდორს, კისისხევს, ბუშეტსა და ნასამხრალს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.