განცხადება სამტრედიის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი გაზის შეზღუდვასთან დაკავშირებით

14.08.2017
15.08.2017 გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მდინარე გუბისწყალზე საჰაერო გადასასვლელის დაგრძელების მიზნით შესაბამისი სამუშაოები უკვე დაასრულა. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ “ქუთაისი-სოხუმის” DN-500/700მმ მაგისტრალურ გაზსადენის 22-ე კილომეტრზე ახლად აშენებული მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემაში შეჭრის სამუშაოები ხორციელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს 3:00 საათიდან 20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ კოპიტნარის სამხედრო ბაზასა და ხონის სამხედრო ნაწილს, ასევე სოფლებს: ბაშსა და ახალსოფელს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნულ მაგისტრალურ გაზსადენზე სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა, რაც მნიშვნელოვანია, შემდგომში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით.