“რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოები
21.08.2017
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. კერძოდ, მიმდინარეობს „თელავი-ახმეტის“ ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დილის 07:00დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქების - თელავისა და ახმეტის, ასევე სოფლების: ნაფარეულის, გულგულას, ოჟიოსა და ქისტაურის მოსახლეობას.