აბასთუმნის გგს-ის მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები
21.08.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აბასთუმნის ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი სადგურის მოქმედ „ახალციხე-უდეს“ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დილის 07:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - უდეს, არალისა და წარბასთუმნის მოსახლეობას.