სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავი - თელავი - ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე
06.09.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN - 300 მმ -იან მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული გაზსადენის 69,3 - 83,1 კილომეტრებს შორის, სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას, მოხდება 3 კოროზიული მონაკვეთის შეცვლა. მიმდინარე სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ მიწოდებას. ზემოთ აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს: ჩალაუბანს, მელაანს, კარდენახს, ბაკურციხესა და კოლაგს.