„საუკუნის კონტრაქტის“ ხელშეკრულების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია

14.09.2017
  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, ენერგეტიკის მინისტრ ბატონ ილია ელოშვილთან ერთად ,,აზერბაიჯანის კასპიის სექტორში არსებული ”აზერის”, ”ჩირაგის”, ”გიუნეშლის” ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ” (Azeri-Chirag-Deepwater Gunashli Production Sharing Agreement) შეთანხმების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ილია ელოშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური მისალოცი მიმართვა გადასცა. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  მილსადენი, ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. საქართველოში მილსადენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდა და დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. მილსადენი "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს.