"რუსთავი-თელავი-ჟინვალის" მაგისტრალურ გაზსადენზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს
18.10.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ გარეშე პირის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალური გაზსადენი, რის გამოც აღნიშნული მილსადენის 83-ე კილომეტრზე აუცილებელი გახდა სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს: ჩალაუბანს, მელაანს, კარდენახს, ბაკურციხესა და კოლაგს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ბუნებრივი გაზის მიწოდება მილსადენის შეკეთების დასრულებისთანავე აღდგება.