საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
03.11.2017
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, ენერგეტიკის მინისტრ ბატონ ილია ელოშვილთან ერთად თურქმენეთის ნავთობისა და გაზის რიგით 22-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც განხილული იქნა რეგიონის ენერგოუსაფრთოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნლოვანია თურქმენეთთან სამომავლო ურთიერთობების განმტკიცებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის. ასევე კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა “Expo OGP 2017”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ნავთობისა და გაზის სექტორის მსოფლიოს უმსხვილესი კერძო და სახელმწიფო კომპანიები.