"წითელი ხიდი-გარდაბნის" ახლადაშენებულ მონაკვეთზე შეჭრის სამუშაოები ხორციელდება

28.11.2017
  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“   „წითელი ხიდი -  გარდაბნის“ 18-კილომეტრიანი, DN – 700 მმ-იანი, ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2017 წლის 29 ნოემბერს 09:00 საათიდან - 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არაფლო, აღამედლი, ახალი მამუდლო, ახლოლალო, ბაითალო, ბუდიონოვკა, ხუდლარა, ხიხანი,იმირი, შაუმიანი, წითელი სოფელი, სეიდხოჯალი, დაშთაფა, თექალი, დამია-გიაურარხი, ქესალო, კაჩაგანი, კიროვკა, მოლაოღლი, დამია, ლეჟბადინი,  შულავერი, დიდი მუღანლო, იმირჭალა, კარიხლო, ზემო სარალი, ენიქენდი, ბურმა, სადახლო, ყულარი, ქვემო სარალი, აზიზქენდი, ალგეთი, ბაიდარი, გაჯისაქენდი, თაზაქენდი, საბირქენდი, ქუთლიარი, ხუტორლეჟბადინი.