ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა სოფელ სანავარდოში

09.03.2018
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გაზგამანაწილებელ სადგურში აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 12 მარტს მრიცხველი და სწორი მონაკვეთი ახლით შეიცვლება. აღნიშნული აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის  ხარჯის ზრდის გამო. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 12 მარტს 12:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება სოფელ სანავარდოს 700 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.