ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა ჭიათურის მუნიციპალიტეტში

09.03.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ჭიათურის გაზგამანაწილებელ სადგურში დაზიანებული მრიცხველის შეცვლის მიზნით გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 13 მარტს ერთი საათით, 13:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის 7500 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.