ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა კარდენახში, ბაკურციხესა და კოლაგში

09.03.2018
  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 13 მარტს კარდენახის გაზგამანაწილებელ სადგურში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, ძველი დაზიანებული მრიცხველი შეიცვლება ახლით. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით,მიმდინარე წლის 13 მარტს ერთი საათით, 13:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფლების: კარდენახის, ბაკურციხისა და კოლაგის 2400 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.