"წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები მიმდინარეობს

11.03.2018
  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ ახლადაშენებული ფოლადის 300მმ მონაკვეთის მოქმედ გაზსადენში შეჭრას ახორციელებს. სამუშაო აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენის 190,1-195,6კმ-ებს შორის არსებულ 300მმ მილსადენზე  შესრულდება. ამავე მონაკვეთზე პოლიეთილენის მილი შეიცვლება ახლადაშენებული ფოლადის 300მმ გაზსადენით. ეს აუცილებელი გახდა, რადგან პოლიეთილენის მილი საჭირო პარამეტრალურ ნიშნულს ვეღარ უზრუნველყოფს და საფრთხე შეექმნა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას.