“ქუთაისი-სოხუმის” DN 500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოები

16.05.2018
გაცნობებთ, რომ “ქუთაისი-სოხუმის” DN 500მმ მაგისტრალური გაზსადენიდან ქობულეთის DN 500მმ განშტოების 55-ე კილომეტრზე, მდინარე ჩოლოქზე არსებულ გადასასვლელზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” მიმდინარე წლის 17 მაისს დაგეგმილი აქვს ახლადაშენებული 60 მეტრიანი მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, 2018 წლის 17 მაისს 04:00დან 14:00საათამდე, სამუშაოების მიმდინარეობისას, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ურეკის, ნარუჯასა და ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება აღნიშნულ პერიოდში შეუწყდება ავტოგაზგასამართ სადგურებსაც – შპს “როიალ გაზსა” და შპს “პრომეთე ქობულეთს”. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონის  მომხმარებლებსაც.  კერძოდ, გაითიშება ნავთობის ტერმინალი, 13 ავტოგაზგასამართი სადგური და ასფალტის 4 ქარხანა. გამორთვას უზრუნველყოფს სოკარ ჯორჯია გაზი.