კრინიცას ეკონომიკური ფორუმი თბილისში

29.05.2018
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა ხმალაძემ, 2018 წლის 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით ორგანიზებულ კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის პირველ სესიაზე სახელწოდებით „ევროპა გუშინ, დღეს, ხვალ“, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა.   ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე მათ შორს – საქართველო და სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი სატრანზიტო არეალი, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომოპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ. ეკონომიკური ფორუმი გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში და  300-მდე მაღალი დონის დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის: მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და სამხრეთ კავკასიიდან.