ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მ/გ-ზე დაგეგმილი სამუშაოები

04.07.2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის 83-ე კმ-ზე, მდინარე ხობის წყალზე არსებულ საჰაერო გადასასვლელზე მილსადენის ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. ასევე სარემონტო სამუშაო ჩაუტარდება მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთებს 5 ლოკაციაზე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაითიშება სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მონაკვეთი, რის გამოც, მიმდინარე წლის 6 ივლისს 06:00დან 19:00 საათამდე, დღის განმავლობაში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სოციალურ აბონენტებს: ხობის მუნიციპალიტეტში 1924, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი -  22747 ერთეულს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. აქვე დავძენთ, რომ შპს  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას.