წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება გრძელდება

10.08.2018
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აგრძელებს ქვეყნის გაზიფიცირების პროცესს. სამუშაოები მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ( ქვემო მესხეთი, ზემო მესხეთი) რომლის დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა 750 აბონენტს.