სარეაბილიტაციო სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტში
14.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ,,ყარადაღ-თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ახორციელებს გადაუდებელ სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოებს, რის გამოც 2018 წლის 15 აგვისტოს 6 საათიდან 18 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ ახალსამგორის, ფოლადაანთკარისა და გამარჯვების მოსახლეობას