სარეაბილიტაციო სამუშაოები წნორის გგს-ში

03.09.2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს წნორის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 11:00დან 18:00 საათამდე შეუწყდება ქალაქ წნორისა და სოფლების: ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაჩხაანის, ფანიანის, ძველი ანაგის, ხირსისა და ხორნაბუჯის 8000 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. კომპანია გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.