გურჯაანისა და ჩუმლაყის გგს-ებში გეგმიური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება
10.09.2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში გეგმიურ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 12:00დან 16:00 საათამდე შეუწყდება ქალაქ გურჯაანისა და სოფლების: გურჯაანის, ჭანდარის, დირკოკისა და კოლაგის აბონენტებს. კომპანიიის მიერ გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეწლის 12 სექტემბერს განხორციელდება ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურშიც, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 13:00დან 15:00 საათამდე შეუწყდება სოფლების: ჩუმლაყისა და ყიტაანის აბონენტებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. კომპანია გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.